სასტუმრო „სტამბაში“ დღეს „თიბისი ბანკი“ ბიზნესკლიენტებსა და დაინტერესებულ აუდიტორიას
ტექნოლოგიურ სიახლეებს გააცნობს.
ღონისძიებაზე „თიბისი ბანკის“ პროგრამული უზრუნველყოფის კონკურსის ფინალი ჩატარდება და 3 გამარჯვებული გუნდი გამოვლინდება. საჯარო პრეზენტაციაზე, ჟიურის წინაშე 6 ფინალისტი გუნდი სხვადასხვა ბიზნესსექტორისათვის შექმნილ, პროგრამული უზრუნველყოფის პროტოტიპებს წარადგენს.
ასევე, „თიბისი ბანკი“ ბიზნესკლიენტებს განახლებული ინტერნეტბანკის გაუმჯობესებულ ფუნქციებსა და სიახლეებს გააცნობს.
ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება.

















