logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
თბილისში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
16:44 14.09.2018
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, თბილისში, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.



ღონისძიება კომიტეტის წევრის, ლევან კობიაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა, რომელმაც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის და საქართველოს მასშტაბით მისი საჯარო განხილვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.



„რამდენიმე თვეა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს რეგიონებში კანონპროექტის საჯარო განხილვებს მართავს. სპორტის განვითარების და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საკითხში, აღნიშნულ კანონპროექტს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია, რადგან მოქმედი კანონი, რომელიც 1996 წელს იქნა მიღებული, დღევანდელ მოთხოვნილებებს და გამოწვევებს შესაბამისად ვეღარ პასუხობს. სწორედ აღნიშნულ საჭიროებებზეა მორგებული ახალი კანონპროექტი და მნიშვნელოვანია, რომ მისი განხილვა ფართო ფორმატით, სპორტით დაინტერესებული საზოგადოების ჩართულობით მიმდინარეობს“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. მისივე ინფორმაციით, საკომიტეტო განხილვებისთვის კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება და წლის ბოლომდე მისი სამივე მოსმენით მიღება იგეგმება.



საჯარო განხილვა კანონპროექტის ძირითადი მიმართულებების და პრინციპების პრეზენტაციით გაგრძელდა. სამინისტროს წარმომადგენლებმა ირაკლი დოლაბერიძემ და ვასილ ლიპარტელიანმა კანონპროექტში ასახულ ახალ მიდგომებზე, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრებასა და სახელმწიფოს მხრიდან სპორტის განვითარების მხარდამჭერ მიმართულებებზე ვრცელი მოხსენება წარმოადგინეს და შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხეს.

კანონპროექტის პრინციპებზე და ახალ მიდგომებზე მოსაზრებები თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც გამოთქვეს. „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც პარლამენტის კომიტეტმა და სამინისტრომ ერთობლივი მუშაობით საზოგადოებას წარუდგინა. დღეს არის დასკვნითი საჯარო განხილვა და მიგვაჩნია, რომ თბილისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკრებულოს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს გვაქვს ფუნქცია, რომ საზოგადოებას მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. სპორტის მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობა განახლებას და ახალი მიდგომების დანერგვას საჭიროებს და ახალი კანონპროექტის დაინიცირება ამ საჭიროებებს პასუხობს. ჩვენ ჩვენის მხრიდან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კანონპროექტის მიღების შემდეგ, მასში მოცემული პრინციპები სწრაფად და ეფექტიანად ავამოქმედოთ“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ.



ღონისძიება ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სპორტული ფედერაციების, კლუბების და საზოგადოებების წარმომადგენლებმა, ასევე სპორტის პედაგოგებმა და მწვრთნელებმა კანონპროექტის ირგვლივ დისკუსია გამართეს. საუბრის თემას სახელმწიფო ბიუჯეტიდან სპორტის დაფინანსებაზე გამოყოფილი თანხები, სპორტული კლუბებისთვის სპონსორობის ინსტიტუტის დანერგვა, ეროვნული ფედერაციების ლიცენზიების გარეშე სპორტული შეჯიბრებების და ტურნირების ჩატარების შეზღუდვა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის სპორტულ აქტივობებში ჩართულობის ხელშეწყობა, სასკოლო სპორტის განვითარება და სპორტული ინვენტარით უზრუნველყოფის საკითხები წარმოადგენდა.



საქართველოს რეგიონებში და დედაქალაქში კანონპროექტის საჯარო განხილვები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის (UKaid) მხარდაჭერით ჩატარდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა