სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მთელი საქართველო ფეხზე დგას, ამიტომ მოსახლეობას არ უნდა შეეშინდეს. ამის შესახებ
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ თელავის საკათედრო ტაძარში პარაკლისის დასრულების შემდეგ მოსახლეობის მიმართვისას განაცხადა.
„ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ არ არის ადამიანის მსხვერპლი. დანარჩენი ყველაფერი გაკეთდება, ჩვენი ხალხი ყველაფერს გააკეთებს, რომ თქვენ არ გაგიჭირდეთ. ყველაფერი კარგად იქნება“-განაცხადა პატრიარქმა.
უწმინდესმა რამდენიმე დღის წინ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საქართველოს საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი დახმარებაც გადასცა.

















