განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა იყალთოს სამონასტრო
კომპლექსში განათლების რეფორმის პრეზენტაცია წარადგინა.
აღნიშნული რეფორმა გულისხმობს კომპლექსურ მიდგომას განათლების ყველა მიმართულებისთვის - სკოლამდელი განათლება, ზოგადი განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება. რეფორმა განათლების ერთიანი სისტემის ტრანსფორმაციას უზრუნველყოფს.
ბატიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, განათლების ყველა მიმართულება ერთიან სისტემაში, კომპლექსურად და სინქრონიზებულად ვითარდებოდეს.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ იყალთოს აკადემიაში რეფორმის წარდგენა სიმბოლურია, რადგან თითქმის ათასწლეულის წინ ის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს კვლევით-სასწავლო ცენტრს წარმოადგენდა.

















