logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
  ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა
ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა
17:19 13.09.2018
კოსტავასა და შარტავას ქუჩების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჭაბუკიანის ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა აღდგა. ქუჩაზე შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები და დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა.

ჭაბუკიანის ქუჩაზე განხორციელებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო.

მისი თქმით, 15 სექტემბრამდე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოების პირველი ნაწილი დასრულდება, მეორე ეტაპის სამუშაოები კი ღამის საათებში განხორციელდება, რათა ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს.

„ამ წუთისთვის ჭაბუკიანის ქუჩაზე დასრულებულია სამუშაოები და მოძრაობა გაიხსნა. როგორც დაგპირდით, 15 სექტემბრისთვის ამ კონკრეტულ ლოკაციებზე პირველი ფენა ანუ მოასფალტება იქნება დასრულებული, გზები გახსნილი და გადაადგილება თავისუფლად იქნება შესაძლებელი. მეორე ეტაპზე იქნება საბოლოო სამუშაოები, მოასფალტება - მეორე, მესამე ფენა. ეს სამუშაოები ღამის საათებში განხორციელდება, რათა მძღოლებს და მოსახლეობას დისკომფორტი არ შევუქმნათ. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელების დროს საცობების თავიდან აცილება შეუძლებელია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება და ჩვენც ვერანაირად ვერ შევძლებდით, რომ ეს ყველაფერი აგვეცილებინა. მოსახლეობას ძალიან დიდი მადლობა თანადგომისთვის, მოთმინებისთვის, მაგრამ ამ პროექტების გარეშე შეუძლებელი იმის მიღწევა, რაც თითოეულ ჩვენგანს გვინდა - რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა - გამართული, ხოლო გადაადგილება - კომფორტული და სწრაფი“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, სრული რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, შეიცვლება ბორდიურები, გარე განათების ბოძები და სანათები, ხოლო მიწისზედა სადენები მიწის ქვემოთ ჩავა.

კოსტავას, შარტავასა და მიმდებარე ქუჩებზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ჭაბუკიანის ქუჩაზე მოძრაობის აღდგენის პარალელურად, დღესვე, 22:00 საათიდან 15 სექტემბრამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩაზე. შესაბამისად, 26 მაისის მოედნიდან პეკინის გამზირის მიმართულებით, ავტობუსები მოძრაობას გააგრძელებენ კოსტავას ქუჩაზე და სააკაძის მოედნისა და ჭაბუკიანის ქუჩის გავლით, პეკინის გამზირს დაუკავშირდებიან.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა