logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება
„თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება
13:46 13.09.2018
„თბილისობა 2018“ 6-7 ოქტომბერს გაიმართება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამიერიდან, „თბილისობის“ დღესასწაულის თარიღად ოქტომბრის პირველი შაბათი-კვირა დამკვიდრდება.

„ჩვენ არაერთხელ მოგვმართეს ტურისტულმა კომპანიებმა. გვთხოვენ, რომ ეს თარიღი იყოს ფიქსირებული, რადგან ტურისტების მხრიდან ძალიან დიდია ინტერესი თბილისში ვიზიტის მიმართ. მინდა, განვაცხადო, რომ ამიერიდან, „თბილისობის“ დღესასწაული ყოველთვის ოქტომბრის პირველ შაბათ-კვირას გაიმართება. ეს ტურისტული კომპანიებისთვისაც ძალიან კარგი იქნება, რადგან ამ ღონისძიებებისთვის წინასწარ მოემზადებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მიმდინარე თვეში დედაქალაქში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზეც ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, შემოდგომის დადგომისთანავე გაგრძელდა დედაქალაქში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ხვალ იწყება თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 10 წლის გახდა და საიუბილეო თარიღია. წელს განსაკუთრებული პროგრამა გვაქვს და განსაკუთრებული სტუმრები გვყავს. თბილისს უკვე ეწვია მიხეილ ბარიშნიკოვი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არტისტი და ლეგენდარული ფიგურაა. ის იყო საბჭოთა კავშირის დაშლის კატალიზატორი, თავისუფლების სიმბოლო და წლების შემდეგ, ის პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, თბილისში ბრუნდება. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული საჩუქარი თბილისელებისთვის, მისი სტუმრებისა და ვიზიტორებისთვის. პროექტი - „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება, რომლის ფარგლებშიც, ორი ლეგენდარული მომღერალი გვეწვევა. 16 სექტემბერს, 21:00 საათზე, ევროპის მოედანზე, ქეთი მელუა თავის ბენდთან ერთად იმღერებს. ქეთი ძალიან უყვართ საქართველოში, ის მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მისი ჩამოსვლა ყველას ძალიან გაგვიხარდება. 21 სექტემბერს კი, თაიგერ ლილი გვეწვევა - ასევე ბრიტანული ბენდი, ყველაზე გამორჩეული არტისტებითა და მუსიკოსებით, რომელთაც ბევრი გულშემატკივარი ჰყავთ საქართველოშიც“, - განაცხადა კალაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სექტემბერი ძალიან დატვირთულია ფესტივალებით, მათ შორის, მიმდინარეობს „შემოდგომის თბილისი“, ძალიან საინტერესო პროგრამით.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა