logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თეგეტა მოტორსმა Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე განვითარების სტრატეგია წარადგინა
თეგეტა მოტორსმა Fitch Ratings-ის ყოველწლიურ კონფერენციაზე განვითარების სტრატეგია წარადგინა
12:18 13.09.2018
თბილისში Fitch Ratings-ის ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა, სადაც კომპანია „თეგეტა მოტორსი“ მიწვევული იქნა პანელურ დისკუსიაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ Fitch Ratings -ის წარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი გიორგი ფარესიშვილი, საბროკერო კომპანიები, საქართველოს ეროვნული ბანკის და კორპორატიული სექტორის წარმომადგენლები.
„თეგეტა მოტორსი“ გახლავთ პირველი კომპანია ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო Fitch-ის რეიტინგის მოპოვება. გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს შეფასებით, კომპანიის რეიტინგი B-ით შეფასდა, პროგნოზით „სტაბილური“. რეიტინგის მინიჭებისას Fitch-მა ბაზარზე თეგეტას ლიდერის პოზიცია და ბიზნესის სტაბილური ზრდა გაითვალისწინა და აღნიშნა, რომ რეიტინგი შეზღუდულია რეგიონში არსებული მაკროეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენით. Fitch Ratings-ის შეფასების მოპოვება ნიშნავს, რომ კომპანიის საქმიანობა არის გამჭვირვალე და დაინტერესებულ პირს შეუძლია ამ ანგარიშის საშუალებით თავად დარწმუნდეს კომპანიის პოტენციალსა და სტაბილურობაში. Fitch Ratings არის 100 წლიანი ისტორიის მქონე საერთაშორისო სააგენტო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო სარეიტინგო სააგენტოების სამეულში შედის. მრავალწლიანი გამოცდილების და პროფესიონალიზმის მაღალი დონის გამო, მისი შეფასებები ფინანსურ სფეროში უდიდესი სანდოობით სარგებლობს.
„თეგეტა მოტორსი“ უკვე 23 წელია რაც ბაზარზე მოღვაწეობს, ამ პერიოდის განმავლობაში პატარა მაღაზია გადაიქცა რეგიონში დარგის ლიდერად, გვაქვს 25 ფილიალი და მომხმარებელს ვთავაზობთ ევროპული სტანდარტის პროდუქტებსა და სერვისს, ჩვენ ასევე წარმატებით შევედით აზერბაიჯანის ბაზარზე და ამ ეტაპზე წარმოდგენილი ვართ 3 ფილიალით. ასევე დავნერგეთ კორპორატიული მართვა კომპანიაში რაშიც საერთაშორისო საფინანსო კომპანია გვეხმარებოდა. კიდევ უფრო დიდი მასშტაბების მისაღწევად მნიშვნელოვანია „თეგეტა მოტორსი“ შევიდეს კაპიტალის ბაზარზე და მოიზიდოს ინვესტიციები კომპანიის სამომავლო განვითარებისთვის. ჩვენი მიზანია 3-5 წლიან პერსპექტივაში კომპანიამ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განათავსოს აქციები, მანამდე კი ვფიქრობთ ადგილობრივ ბაზარს შევთავაზოთ ობლიგაციები, ეს იქნება უპრეცენდენტო შემთხვევა საავტომობილო სფეროში კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში.“ - განაცხადა შეხვედრაზე თეგეტა მოტორსის ინვესტორებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაჭარავამ.
„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე, ჰოლდინგი აერთიანებს 7 შვილობილ კომპანიას და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 250 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 20 000–მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ ფილიალებში შეგიძლიათ შეიძინოთ მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა ბრენდების მიერ წარმოებული უმაღლესი ხარისხის პროდუქციის: საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილის სათადარიგო ნაწილების მიმართულებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა