თბილისში, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“ ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება თემაზე: თბილისის
ატმოსფერული ჰაერის შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგების გაცნობა.
დედაქალაქში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ არსებულ ვითარებას მედიის წარმომადგენლებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვა/EcoVision“ გააცნობს.
პრესკონფერენცია 11:00 საათზე დაიწყება.

















