logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სეულში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
სეულში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი გრძელდება
09:52 12.09.2018
კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეასთან საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფისვიზიტი გრძელდება. სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს პარლამენტის წევრები კორეის დემილიტარიზებულ ზონაში (DMZ) მდებარე საზავო სოფელ პანმუნჯომს ეწვივნენ.

ისტორიული ადგილი, სადაც 1953 წელს ხელი მოეწერა კორეის დაზავების ხელშეკრულებას, ნახევარკუნძულის გამყოფი ხაზის ჩრდილოეთით, საერთო უსაფრთხოების ზონაში (JSA) მდებარეობს. 2018 წლის 27 აპრილს, სწორედ სოფელ პანმუნჯომში შედგა შეხვედრა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, მუნ ჯე-ინსა და ჩრდილოეთ კორეის დემოკრატიული სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საქმეთა კომისიის თავმჯდომარეს, კიმ ჯონგ-უნს შორის, რომლის ფარგლებშიც ხელი მოეწერა „პანმუნჯომის დეკლარაციას“.

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა დაზავების ადგილის მონახულებისას განაცხადა, რომ 27 აპრილს შემდგარი სამიტი სამშვიდობო პროცესში მიღწეული უპრეცედენტო პროგრესის მაჩვენებელია და მომავალში მხარეებს შორის ურთიერთობების გამყარების რეალურ იმედს იძლევა.

„უაღრესად მნიშვნელოვანი და მისასალმებელია მხარეებს შორის მიღწეული ხელშესახები შედეგები კორეის ნახევარკუნძულზე საბოლოო მშვიდობის დამყარების მიზნით. მიმდინარე პროცესი სამაგალითოა მსოფლიოსთვის და ემსახურება კორეელი ხალხისა და საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას“, - აღნიშნა საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, შოთა ხაბარელმა.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში წარმოდგენილნი არიან საქართველო-კორეის რესპუბლიკის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის წევრები - საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური და ენძელა მაჭავარიანი.

დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 12 სექტემბერს დასრულდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა