ტელეკომპანია „იბერიის“ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია დაასრულეს.
ტელევიზიამ მაუწყებლობა აღადგინა.
აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან გაიმართა.
„მოვედით აქ, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ, არ დავტოვებთ ტელეკომპანია „იბერიას“. ვიბრძოლებთ იქამდე, სანამ გვექნება ამის რესურსი.
ფორმალურად მაინც შეიძლებოდა, რომ ამ შენობიდან პრესსამსახური მაინც გამოეგზავნათ.
მათ არ აინტერესებთ თავისუფალი მედია. ჩვენ ვიქნებით ეთერში სანამ ამის რესურსი გვექნება“- განაცხადა საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „იბერიას“, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ შემადგენლობაშია, დაფინანსება შეუწყდა. თანამშრომლები ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებენ.

















