logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა
პრემია „საბას“ ჟიურიმ ნომინაცია „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა
12:28 10.09.2018
ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ ნომინაცია “საუკეთესო ქართული თარგმანის“ 2018 წლის ფინალისტები დაასახელა. 109 საკონკურსო წიგნიდან 12 ფინალისტი გამოვლინდა:

მანანა ანთაძე, უილიამ შექსპირის "ტრაგედიები: იულიუს კეისარი, მეფე ლირი, მაკბეთი" (კენტავრი)
მაია ბადრიძე, ვ. გ. ზებალდის "ემიგრანტები" (დიოგენე)
მედეა ზაალიშვილი, ანთოლოგია "თარგმანები" (არტანუჯი)
დავით კაკაბაძე, იურეკ ბეკერის "მატყუარა იაკობი" (ინტელექტი)
ლანა კალანდია, მარიო ვარგას ლიოსას "ქალაქი და ძაღლები" (ინტელექტი)
ანა კორძაია-სამადაშვილი, ინგებორგ ბახმანის "მალინა" (ქარჩხაძის გამომცემლობა)
ნანა ტონია, ევრიპიდეს "ტრაგედიები: მედეა, ჰიპოლიტოსი“ (ლოგოსი)
ლელა ფიროსმანიშვილი, უილიამ ბეროუზის "შიშველი საუზმე" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
მერაბ ფიფია, მარგერიტ იურსენარის "ადრიანეს მოგონებები" (ქარჩხაძის გამომცემლობა)
ია ქვაჩახია, ჯუმფა ლაჰირის "უცხო მიწა" (პალიტრა L)
რაულ ჩილაჩავა, იური ანდრუხოვიჩის "მოსკოვიადა" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
დავით წერედიანი, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს "ფაუსტი ll" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა. წელს „საბას“ კონკურსი მეთექვსმეტედ ჩატარდება და ეს წელი პრემიის ისტორიაში განსაკუთრებული იქნება - წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება. როგორც ცნობილია, 2018 წლის ოქტომბერში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, რომელიც მსოფლიოში უდიდეს ბაზრობას წარმოადგენს, საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება. ქართული პროგრამის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და გამორჩეული ღონისძიება სწორედ პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია იქნება, რომელიც 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქალაქ ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზში Kaisersaal ჩატარდება. ცერემონიას ქართველ ავტორებთან, გამომცემლობებთან და საქართველოს ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად, საპატიო უცხოელი სტუმრებიც დაესწრებიან - ცნობილი მწერლები, უცხოური გამომცემლობები, გერმანიის ოფიციალური პირები, საერთაშორისო მედია. დაჯილდოების ცერემონიისთვის თვალის მიდევნება საზოგადოებას ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირი ეთერით და თიბისი ბანკისა და „საბას“ Facebook გვერდების საშუალებით შეეძლება.

ცერემონიიის ფრანკფურტში გადატანასთან დაკავშირებით, „საბას“ წლევანდელ საკონკურსო პირობებში მცირე ცვლილებებია. კერძოდ, 2018 წელს „საბა“ შემდეგ ნომინაციებში გაიცემა:

1. საუკეთესო რომანი

2. საუკეთესო პროზაული კრებული

3. საუკეთესო პოეტური კრებული

4. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. საუკეთესო ქართული თარგმანი

7. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი

8. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა

9. ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა

10. პრემია ქართულ-გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის

დღეისათვის კონკურსის 10 ნომინაციიდან, 6 ნომინაციის ფინალისტები უკვე დასახელებულია. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკა; ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა; პრემია ქართულ გერმანულ ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი წვლილისათვის - ამ 4 ნომინაციის გამარჯვებულები კი, ფინალისტების დასახელების გარეშე, უშუალოდ დაჯილდოების ცერემონიაზე, 12 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა