logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გორის სოფელ ქერეს  მოსახლეობა საპროტეტსტო აქციას მართავს
გორის სოფელ ქერეს მოსახლეობა საპროტეტსტო აქციას მართავს
16:31 07.09.2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. მათივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებენ.

"ჩვენს თემში ხუთი თუ ექვსი სოფელია. ყველას მთის სტატუსი მიანიჭეს ჩვენი სოფლის გარდა. ასე თუ გაგრძელდა, თემი ერთმანეთს დაუპირისპირდება. სოფელს აქვს ყველა კრიტერიუმი, რაც საჭიროა ამ სტატუსის მისანიჭებლად, მაგრამ ყველაფერი ფურცელზე დაწერილი რჩება. თუ ვითარება არ შეიცვლება, არჩევნებზე არ მივალთ"-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

კიდევ ერთი აქციის მონაწილის თქმით, სოფელში გზის და სასმელი წყლის პრობლემაცაა, ხელისუფლება კი მოსახლეობას სათანადო ყურადღებას არ აქცევს.

" სოფელში გზის, სასმელი წყლის პრობლემაა. წინა არჩევნებზე დაგვპირდნენ, რომ არჩევნების შემდეგ სოფელს მთის სტატუსს მისცემდნენ. მეორე არჩევნები მოვიდა და ამ საკითხზე ისევ არაფერს ფიქრობენ"-განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის გელა კაპანაძის განცხადებით, სოფლისთვის მთის სტატუსის მინიჭების საკითხს მაღალმთიანი საბჭო წყვეტს. მისივე თქმით, ჯერჯერობით ქერეს დასახლებას მაღალი მთის სტატუსი არ მიანიჭეს.

"ამ სოფელს მთის სტატუსი მინიჭებული არ აქვს, მაგრამ ამას მაღალმთიანი საბჭო წყვეტს, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებობს. გორის რაიონიდან, პრაქტიკულად, ყველა მეორე სოფელს მაღალმთიანის სტატუსი აქვს მინიჭებული. სამწუხაროდ, ეს სოფელი ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. გვქონდა შეტანილი შუამდგომლობა მაღალმთიან საბჭოში, მაგრამ პირველ ეტაპზე არ დააკმაყოფილეს,"-განაცხადა კაპანაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა