logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის სახელმწიფომ სულ 50 მლნ ლარი გამოყო
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლისთვის სახელმწიფომ სულ 50 მლნ ლარი გამოყო
16:32 06.09.2018
2016 წელს საქართველოში გავრცელებულ ინვაზიურ მავნებელ - აზიურ ფაროსანასთან, ბრძოლის მიზნით, მიმდინარე წელს მოსავლის გადასარჩენად სახელმწიფომ 50 მილიონი ლარი გამოყო.
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 30 იანვრის N224 განკარგულებით დამტკიცდა მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წლის სახელმწიფო პროგრამა.
პროგრამა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მავნებლის საწინააღმდეგო კომპლექსური ღონისძიებების გატარებას ითვალისწინებს: მავნებლის იდენტიფიკაციის მიზნით მონიტორინგი მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე; შეწამვლით ღონისძიებები (ჯამურად 1მლნ.ფართობის დამუშავება); აქტიურ საინფორმაციო კამპანია; სამეცნიერო-კვლევით საქმიანობა.
პროგრამის ძირითადი მიზანია ფაროსანას რიცხოვნობის შემცირება და კონტროლი, რათა მინიმუმადე შემცირდეს სასოფლო - სამეურნეო კულტურების დაზიანება და ეკონომიკური ზარალი.
მავნებელთან ბრძოლის პროგრამის განხორციელების მიზნით გათვალისწინებულია ტექნიკური საშუალებების, სპეციალიზებული ტექნიკის, საჭირო პრეპარატების შეძენა და გაწეული მომსახურების ანაზღაურება.
მიმდინარე წელს გამოყოფილი რესურსის მეშვეობით, 160-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკის მობილიზება გახდა შესაძლებელი, რაც შარშანდელთან შედარებით გაათმაგებულია. დღეისათვის დასავლეთ საქართველოში დამუშავებული 560.165 ჰექტარი ფართობი როგორც „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით, ასევე ცივი შესხურების გამოყენებით. ღონისძიებები ინტენსიურად, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე გაგრძელდება.
აღსანიშნავია რომ გატარებული ღონისძიებების შედეგად მავნებლის გავრცელება შარშანდელთან შედარებით შემცირდა, ხოლო, მავნებლის გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა და კვლავ ძველ საზღვრებში, დასავლეთ საქართველოში, ფიქსირდება.
მავნებელთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ბიუჯეტის ხარჯები:
18.766.165 ლარი - 143 მაღალი გამავლობის ტექნიკა და 120 ერთეული შემასხურებელი აგრეგატის შეძენა; 20.725.000 ლარი - 515.370 ლიტრი პესტიციდების შეძენა; 772.000 ლარი -110.740 ცალი ფერომონი; 5.191.116 ლარი - 2472 ტონა საწვავი (პრეპარატის გასაზავებლად და სამუშაოების ჩასატარებლად); 1.500.500 ლარი - ხელშეკრულებით დასაქმებული პერსონალის მომსახურების ანაზრაურება; 640 000 ლარი - დისპერსიული გენერატორის მომსახურების შესყიდვა; 592.720 ლარი - სპეც-ტექნიკის საგარანტიო საექსპლოტაციო და კომპლექტაციის ხარჯები; 292.810ლარი - ავტომანქანების სადაზღვევო მომსახურება; 1.550.000 ლარი -სამეცნიერო სამუშაოები (ბიოაგენტების შესწავლა, ლაბორატორიის შექმნა); 151.100 ლარი -დამხმარე ინვენტარი (ინდივიდუალური დაცვის საშუალებები); 710 000 ლარი - საინფორმაციო კამპანია ფერმერების და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით (საინფორმაციო მასალების ბეჭდვა, ვიდეორგოლების მომზადება, სწავლებების და შეხვედრების ორგანიზება).



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა