ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, საბურთალოს რაიონში, სპორტულ მოედნებს რეაბილიტაცია
დამატებით, ოთხ მისამართზე ჩაუტარდა.
სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია ვაჟა-ფშაველას გამზირის N39, ჭილაძის ქუჩა N166, ყაზბეგის გამზირის N41-სა N11-N13 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ბალახის ხელოვნური საფარი და ლითონის ბადეები განახლდა. ასევე, მთლიანად შეიცვალა დაზიანებული სპორტული ინვენტარი.
სპორტული მოედნების რეაბილიტაცია გამგეობის დაკვეთით, კომპანია „დოკასპორტმა“ განახორციელა.
მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონში უკვე ათი კომბინირებული სპორტული მოედანი მოეწყო.

















