რუსეთის დელეგაციის წევრი სამი ჟურნალისტი საქართველოს საზღვარზე არ შემოუშვეს.
არსებული ინფორმაციით, მათ, სავარაუდოდ, „ოკუპირებულ ტერიტორიების შესახებ“ კანონი დაარღვიეს.
სხვა დელეგატებმა კი მოახერხეს ქვეყანაში შემოსვლა და ისინი სამხრეთ კავკასიის მედია ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
სამი დღის განმავლობაში რუსი დელეგატები მასტერკლასებს ჩაატარებენ.
„ჩემი უახლოესი გეგმაა, პირველ რიგში, სასტუმროში მივიდე, რადგან დილით ადრე ავდექი. რაც შეეხება ფორუმს, სხადასხვა საკითხს განვიხილავთ. ასეთი ფორუმები კარგია, რადგან შესაძლებელია საუბარი როგორც ტრიბუნაზე, ასევე კულისებში.
რაც შეეხება ოკუპაციას, ამ თემაზე მე არ ვისაუბრებ, რადგანაც მე უფრო სხვა პრობლემებს ვხედავ. პირველ რიგში, პოლიტიკური კულტურისა და ურთიერთობის პრობლემას. ყველაფერი არც ისე კარგადაა, თუმცა პოლიტიკა არის პოლიტიკოსების საქმე და ისინი ძალიან ბევრნი არიან, ჩვენ კი გავქვს საუბრის დეფიციტი და ბევრი უნდა ვისაუბროთ“- განაცხადა ალექსეი მალაშენკო.

















