logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილი: საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვის კიდევ ერთი აღიარებაა
მიხეილ ბატიაშვილი: საქართველოში ევროპული სკოლის გახსნა ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვის კიდევ ერთი აღიარებაა
14:42 04.09.2018
ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის ინიციატივით და ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა გაიხსნა.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, რომლის თქმით, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა საქართველოს ისტორიული არჩევანის - ევროპული ოჯახისაკენ სწრაფვის კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი აღიარებაა.

ევროპული სკოლა საქართველოში პირველია, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების ფარგლებს გარეთ დაფუძნდა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების 16-17 წლის მოსწავლეებისთვის ევროპული ხარისხის საშუალო განათლებას უზრუნველყოფს. მოსწავლეები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე შეირჩევიან და შესაბამის სტიპენდიებს მიიღებენ. უპირატესობა მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ წარჩინებულ მოსწავლეებს. სკოლის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ევროპული დონის საერთაშორისო ბაკალავრის დიპლომს მიიღებენ.

მიხეილ ბატიაშვილი თქმით, ახალი სკოლა იქნება მულტიკულტურული სასწავლო და საცხოვრებელი გარემო საინტერესო არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამებით. ეს იქნება შესაძლებლობა, ახალგაზრდებმა ისწავლონ და იცხოვრონ იმ პრაქტიკაში, რაც ეფუძნება ევროკავშირის უმთავრეს ფასეულობას - მრავალფეროვნებაში ერთიანობას.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის ფუნქციონირების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ევროპელ და აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორებთან ერთად აგრძელებს მუშაობას სკოლის გრძელვადიან მოდელზე, რომლის განხორციელება ევროკომისიის თანადაფინანსებით მოხდება.

ევროკომისიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ევროპის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სკოლა პირველ ეტაპზე, დროებით, კერძო სკოლის - „ახალი სკოლა“ ბაზაზე იმუშავებს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა