logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის ფორუმი გახსნა
ლევან დავითაშვილმა აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის ფორუმი გახსნა
12:27 04.09.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ფორუმი გახსნა.
ფორუმზე მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) განხორციელებაში რეგიონის ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები განიხილეს.
მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უკავშირდება.
„გარემოს დაცვა ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს გარემოსდაცვითი საკანონმდებლო რეგულაციების მიმართულებით, თუმცა გვაქვს გამოწვევებიც, როგორიც არის დარგობრივი განათლების საკითხი, რადგან ვფიქრობთ, რომ მდგრადი განვითარების საფუძველი სათანადო განათლებაშია,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფორუმში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებული რეფორმებისთვის და სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა, აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP), გარემოს დაცვისა და განვითარების სამმართველოს დირექტორმა სტეფანოს ფოტიუმ და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა.
როგორც სტეფანოს ფოტიუმ აღნიშნა უმნიშვნელოვანესია, რომ ფორუმის მასპინძელ ქვეყანას საქართველო წარმოადგენს. ფოტიუს განცხადებით, ფორუმის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება რეგიონის ქვეყნებში არსებული მიღწევების და გამოწვევების შესახებ ინფორმაციის მიღება და გამოცდილების გაზიარება, რაც სამომავლო განვითარების საფუძველს შექმნის.
ფორუმს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელიც ესწრებოდა.
ფორუმი ითვალისწინებს 2015-2030 წლებში გაერო-ს ახალი დღის წესრიგის შემუშავებას, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის რეგიონალურ კონსულტაციებს, ასევე, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა