„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან თანამშრომელთა ნაწილი აქციას მართავს.
მათი პროტესტი საათობრივ ანაზღაურებაზე გადასვლის შეთავაზებას უკავშირდება.
აქციის მონაწილეები ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას მოითხოვენ.
„დამთავრდეს შაუასაუკუნეობრივი კომუნიკაციის ერა საზოგადეობრივ მაუწყებელზე, რომელიც დაიწყო 2 წლის წინ. შეგვხვდეს გენერალური დირექტორი, თქვას თავისი არგუმენტები, დაასახელონ ადამიანები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ ადამიანიების ტელევიზიიდან გაშვენას“- განაცხადა ჟურნალისტმა, ნინო ზაუტაშვილმა.

















