ფოთიდან თბილისისკენ მიმავალი მატარებელი არგვეთა-აჯამეთის მონაკვეთზე მსხვილფეხა
პირუტყვს შეეჯახა, რის გამოც რამდენიმე ვაგონში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა.
მატარებელში გამოირთო კონდიცირების სისტემაც.
საქართველოს რკინიგზის ფილიალ მგზავრთა გადაყვანის დირექტორის მოადგილის ხარიტონ შალამბერიძის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მატარებელი ალტერნატიულ წყაროზე გადავიდა, მოძრაობა განახლდა.
" არგვეთა-აჯამეთის გადასახვევზე მოხდა საქონელზე შეჯახება, რის გამოც გათიშული იყო კონდიციონერი. მატარებელს ელექტროენერგია აკუმულატორებით მიწეოდებოდა. მატარებელი 18 წუთი იყო გაჩერებული, გადაიყვანეს სარეზერვო ფორმებზე. ახლა მატარებელი აბსოლუტურად მწყობრშია,"-განაცხადა შალამბერიძემ.

















