logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე: ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს
კახა კალაძე: ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს
13:26 30.08.2018
“ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აღკვეთის ფაქტს გამოეხმაურა და ისდაგეგმილ პროვოკაციად შეაფასა.

”რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც თითქოს ზედამხედველობის სამსახური გარემოვაჭრეებს არბევდა. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავის ვართმევთ მოსავალს, ჩვენ ვიცავთ კანონს და ქალაქს. ეს კანონი დღეს არ მიგვიღია და მე არ მიმიღია. თბილისში გარევაჭრობა კანონდებლობით აკრძალულია და ზედამხედველობის სამსახური ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს იმისათვის, რომ თბილისში აღვკვეთოთ ყველანაირი გარევაჭრობა. დედაქალაქში არსებობს სავაჭრო სივრცეები იმისათვის, რომ კანონის დაცვით განხორციელდეს ეკონომიკური საქმიანობა და არავინაა შეზღუდული ამ მიმართულებით, თუმცა ცენტრალურ ქუჩებზე ამგვარი საქმიანობა კატეგორიულად მიუღებელია. თუ ჩვენ ამაზე თვალს დავხუჭავთ, ქალაქში მივიღებთ სრულ ქაოსს და განუკითხაობას. შესაბამისად, გარე ვაჭრობის აღკვეთა კანონის სრული დაცვით უნდა მოხდეს “, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში განთავსებულ ვიდეოში გარემოვაჭე საუბრობდა, თითქოსდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მას სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლისთანავე ჩამოართვეს მოსავალი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მერის განცხადებით, აღნიშნული პირი, მიუხედავად გაფრთხილებისა, ორი დღის განმავლობაში ახორციელებდა კანონით აკრძალულ საქმიანობას, მესამე დღეს კი, კანონის ფარგლებში მისი საქონლის კონფისკაცია განხორციელდა.

„ეს ადამიანი რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა იმ კონკრეტულ ადგილზე და ცდილობდა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების გამოწვევას - მოიხსენიებდა უხეში სიტყვებით, აყენებდა შეურაცხყოფას. აშკარად ჩანდა, რომ ეს იყო პროვოკაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიწყეთ ამის მოკვლევა. დავავალე ჩვენს შესაბამის სამსახურებს, ოფიციალურად მივმართეთ დინამოს სტადიონის დირექციას, რომ ამოგვეღო ვიდეო კადრები, რომელსაც თქვენც მოგაწვდით, რათა ყველაფერი ნათელი იყოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა განმარტა, რომ ადამიანი, რომელიც თავს გლეხად ასაღებდა, სინამდვილეში ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელია.

„იდენტიფიცირება მოხდა ამ ადამიანის, რომელიც თავს გლეხად ასაღებდა. ის გახლავთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, უბრალოდ მე ახლა თავს შევიკავებ და არ გავაგრძელებ საუბარს, თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ეს ადამიანი. მგონი, საზოგადოება ყველაფერს მიხვდება და გაიგებს“, - განაცხადა მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოიყოს კვირაში ერთი დღე, როდესაც დედაქალაქის ყველა რაიონში მოეწყობა სპეციალური ბაზრობები, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, ეკონომიკური საქმიანობა განახორციელონ. თბილისის მერმა რაიონის გამგებლებს ამ თემაზე მუშაობა დაავალა.

„თუ არის საჭიროება, მივმართოთ გამგეობებს, გამოვყოთ ერთი დღე ყველა რაიონში, სადაც მოეწყობა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ცივილურად, როგორც ბევრ ქვეყანაში ხდება ამ ტიპის ბაზრობების მოწყობა ერთი დღით. მობრძანდნენ და ყოველგვარი გადასახადის გარეშე, მივცემთ ამის შესაძლებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა