logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
hessenschau.de: მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“ საქართველო ჭეშმარიტად იქუხებს
hessenschau.de: მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე“ საქართველო ჭეშმარიტად იქუხებს
10:38 26.08.2018
"მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე" საქართველო ჭეშმარიტად იქუხებს"- ასე აფასებს გერმანიის წამყვანი მედია საშუალება - ჰესსენსცჰაუ.დე საქართველოს მონაწილეობას მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე (River Bank Festival).

სტატიის ქართულენოვანი თარგმანი:

ქართველ ვარსკვლავებს სურთ აღაფრთოვანონ "მუზეუმის სანაპიროს ფესტივალი"

"საქართველო მოხარულია, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანაა. რაში გამოიხატება ეს? საქართველო იყენებს ყოველ შესაძლებლობას იმისათვის, რომ მსოფლიოსთვის უცნობი ხელოვანები ფრანკფურტში ჩაიყვანოს. "მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე" საქართველო ჭეშმარიტად იქუხებს.

სინამდვილეში, უკვე რამდენიმე წელია, რაც ტრადიციად იქცა, რომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა ზაფხულში "Mუსეუმსუფერფესტ"-ს ანუ "მუზეუმის სანაპიროს ფესტივალს" სტუმრობს. მაგრამ ბოლო წლებში ეს პროგრამა დაბრკოლებებით ხორციელდებოდა. ფლანდრიამ და ნიდერლანდებმა ორი წლის წინ წარმოადგინეს უინტერესო და მოძველებული პროგრამა, სადაც მხოლოდ ფლანდრია იყო გამოკვეთილად წარმოდგენილი. საფრანგეთმა როგორც საპატიო სტუმარმა ქვეყანამ თავიდანვე უარი განაცხადა ფესტივალში მონაწილეობაზე, თანაც ისე, რომ არც მიზეზი დაუსახელებია და არც არანაირად დაუსაბუთებია ეს გარემოება.


სრულიად სხვა ვითარებაა საქართველოს შემთხვევაში: კავკასიის ეს რესპუბლიკა "მუზეუმსფურფესტ"-ზე ფესტივალის დასკვნით ნაწილში წარსდგება, რომელსაც "ფოიერვერკი" ეწოდება. აქ 24-დან 26 აგვისტომდე საქართველო აჩვენებს ქართული მუსიკისა და ხელოვნების ლანდშაფტის ფართო სპექტრს. კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ფლეშმობები, და სპეციალური შეთავაზებები ბავშვებისათვის, როგორიცაა ბავშვთა თოჯინების ოპერა და პანტომიმის თეატრი. ამასთან სტუმრებს გაუმასპინძლდებიან ქართული სამზარეულოს კერძებითა და ქართული ღვინით.

მუსიკა, თეატრი, ცეკვა - აქ ყველაფერი იქნება!

ხელოვანები და სხვადახვა ჟანრის მუსიკალური ჯგუფები - ჯაზიდან ფოლკლორის ჩათვლით, ასევე გვიან ღამის ღონისძიებები დიჯეი-სეთებით და პოპით - ყველაფერ ამაზე საქართველომ იზრუნა. დამსწრეთ წინასწარ შეუძლიათ განეწყონ ეგზოტიკური ჰანგების მოსასმენად.
ის, რომ ქართველი ხელოვანები ჩვენში თითქმის უცნობები არიან, არც თუ გასაკვირია. მაგრამ ეს გარემოება უნდა შეიცვალოს (და შეიცვლება კიდეც) წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის პროგრამის წყალობით, და შეიცვლება უკვე ზაფხულში, ბაზრობის დაწყებამდე ფრანკფურტის "მუზეუმის სანაპიროს ფესტივალზე". იმისათვის, რომ დამსწრე საზოგადოებამ სწორი შთაბეჭდილება შეიქმნას, ფესტივალზე გამოვლენ ის ხელოვანი და ანსმბლები, რომლებსაც საქრთველოში ვარსკვლავების რანგი აქვთ - დაწყებული ბავშვთა საცეკვაო ანსამბლით "ლაპრები" და დამთავრებული ავანგარდისტული მოძრაობის თეატრით.

ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან მუზეუმის სანაპიროს ფესტივალამდე

გახსოვთ ეთნო-ჯაზ-ბენდი "ირაო", რომელიც წელს საქართველოს სახელით გამოდიოდა ეევროვიზიის სიმღერის კონკურსზე? მუზეუმის სანაპიროს ფესტივალის პროგრამას სწორედ ეს ჯგუფი გახსნის პარასკევს საღამოს.

"ირაოს" გამოსვლის შემდეგ მოხდება ორი სრულიად განსხვავებული მუსიკალური სამყაროს თანხვედრა: ქართველი ვარსკვლავი-ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი კომპოზიტორი ალესანდრე კორძაია, რომელთა შესრულებაში კონგენიალურად იქნება შერწყმული კლასიკა და ელექტრონული მუსიკა.

კვირას "ფოიერვერკის" პროგრამის წინ საგუნდო მუსიკის საუკეთესო ნომრები შესრულდება
დასარულს, კვირადღეს საღამოს გველოდება დიდი ფოიერვერკი როგორც ცაში, ასევე სცენაზე. ჯაზ-სექსტეტი "კვინტესენცია" არის ქართული საგუნდო ტრადიციის ტიპიური ნიმუში. ჯგუფი თავის არსებობას უმადლის უჩვეოლო იდეას - საბავშვო ჯაზ-გუნდისთვის გამოცხადებულ კასტინგს.
2013 წლიდან ჯგუფი მუდმივად იმყოფება ტურნეებში მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყანაში და საგუნდო კონკურსებზე უხვად იმკის ჯილდოებსა და პრიზებს.
ზაფხულის თბილი საღამოს დასაგვირგვინებლად თითქოს საგანგებოდაა შექმნილი პროგრამა, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს მაღალრეიტინგული მუსიკოსები. "ნინო ქათამაძე & Iნსიგჰტ" და "Gეორგიან შტრინგს & Bრასს" საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით მისი მთავარი დირიჟორის ნიკოლოზ რაველის ხელმძღვანელობით დაასრულებენ კვირადღის საღამოს".


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა