logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ჩუღურეთის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება
ჩუღურეთის რაიონში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნება
12:11 24.08.2018
ჩუღურეთის რაიონს ახალი სააღმზრდელო წლიდან კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღი შეემატება.

N68 ბაგა-ბაღი პალიასტომის ქუჩაზე მდებარეობს, სადაც თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, რიმა ბერაძესთან და გამგებელ ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად იმყოფებოდა.

სტუმრებმა ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლამდელი დაწესებულებისთვის განკუთვნილი შენობა დაათვალიერეს და იმ პროცესებს გაეცნენ, რომელიც სკოლამდელი განათლების სრულფასოვნად რეალიზაციისთვის მიმდინარეობს.

ახალი ბაგა-ბაღი 10-ჯგუფიანია და 350 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის, უზრუნველყოფილია სახანძრო უსაფრთხოება, მიმდინარეობს ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემების, ასევე ავეჯისა და სხვა ინვენტარის მონტაჟი.

"ჩუღურეთის რაიონში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დავასრულეთ, სადაც სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებზე მოთხოვნა ძალიან დიდია, სექტემბრიდან კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, რომელიც 350 ბავშვს მიიღებს. მიმდინარეობს ბოლო სამზადისი იმისათვის, რომ ჩვენმა პატარებმა სექტემბრიდან, სააღმზრდელო წელი კომფორტულ, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემოში გაატარონ", - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ამასთან, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, წელს თბილისში 9 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება, ხოლო ორ მოქმედ ბაღს ახალი კორპუსი შეემატება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა