logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა
13:50 23.08.2018
ვაჟა-ფშაველას I კვარტლის N20 კორპუსის მიმდებარედ, 3500 კვ.მ. ფართობზე დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო. სკვერის რეაბილიტაცია ვაკის რაიონის დაკვეთით კომპანია "ინტერტექნოლოგმა" განახორციელა.

სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, სკვერში განახლდა საბავშვო მოედანი, ამფითეატრი, აუზი, მოეწყო სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გარე განათების სისტემა და დაიგო ბალახი. პროექტის ღირებულებამ 254 397 ლარი შეადგინა.

განახლებულ სკვერში ადგილობრივ მცხოვრებლებს ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე შეხვდა.

"ვაკის რაიონში, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს სკვერების მოწყობა-რეაბილიტაციის პროცესი, რაც ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ბავშვებს ჰქონდეთ კეთილმოწყობილი და გამწვანებული გარემო. ამ სკვერში ჩვენ განვაახლეთ საბავშვო მოედანი, ფანჩატური, ამფითეატრი, სამუშაოების შედეგად მოპირკეთდა სავალი ბილიკები და დაირგო ბალახი, მოეწყო განათების სისტემა, დაიდგა საპარკე სკამები და სანაგვე ურნები. ამ სკვერს ასევე აქვს გაგრძელება გზის მეორე მხარეს და სამომავლოდ იმ ტერიტორიის კეთილმოწყობასაც ვგეგმავთ", - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ვაკის რაიონში წელს მოეწყო და განახლდა 7 სკვერი. წლის ბოლომდე შიდა ეზოებში არსებული 15 სკვერის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობაა დაგეგმილი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა