საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ
ბატიაშვილი და მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე თევზაძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველ აბიტურიენტებს დღეს პირადად შეხვდნენ, რომელთაც ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება უშუალოდ ეხებათ.
მინისტრმა აბიტურიენტებს განუმარტა, რომ მათ აუცილებლად მიეცემათ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის შესაძლებლობა მათი ინტერესების გათვალისწინებით და შესაბამისი პროცედურები გააცნო.
მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ სამინისტროს მთავარ ამოცანას ყველა სტუდენტისა და აბიტურიენტის საგანმანათლებლო ინტერესის დაცვა და მათთვის ხარისხიანი განათლების მიღების ხელშემწყობი პირობების შექმნა წარმოადგენს.

















