logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
13:51 22.08.2018
ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილის მარჯვენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ამ ეტაპზე სათადარიგო ზოლის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტით გათვალისწინებულია 9 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ახალი ბორდიურის, ტროტუარების, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომავალი წლიდან უკვე კახეთის გზატკეცილის ძირითადი საავტომობილო სავალი ზოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება, მოწესრიგდება გზაგამყოფი ზოლი, განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება.

"მნიშვნელოვანია, რომ სადაც ვიწყებთ სამუშაოებს, სრულად მოწესრიგდეს ყველაფერი და უკვე დასრულებულზე აღარ მოგვიწიოს ხელახლა გადათხრა. შესაბამისად, 9-კილომეტრიანი მონაკვეთი სრულად მოწესრიგდება და მეორე ეტაპი წლის ბოლომდე დასრულდება. მესამე ეტაპი , ეს არის უკვე ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია, რომელსაც მომავალი წლიდან დავიწყებთ. ეს გზა სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტები, ძირითადად, ამ გზით სარგებლობენ და აქ არსებული მდგომარეობა არასახარბიელო იყო. შესაბამისად, ამ გზის გაკეთება არის მთავარი პრიორიტეტი. გზატკეცილი მოწესრიგდება სრულად, თავისი განათებებითა და გზაგამყოფით",- განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტიდან დაიწყო და ინტენსიურად მიმდინარეობს მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მიერ აღნიშნულ ლოკაციაზე წყლისა და წყალარინების ქსელებიც შეიცვლება.

კახეთის გზატკეცილზე მარჯვენა სათადარიგო ზოლზე მიმდინარე სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 10,4 მილიონი ლარი დაიხარჯება. სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ბლექს სი გრუპი" აწარმოებს.

კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე და სამგორის რაიონის გამგებელი კახა გულედანი გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა