logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა
მერიის ზედამხედველობის სამსახურმა 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა
11:58 22.08.2018
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა სავაჭრო არეალებში 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განმარტა, ერთი კვირის განმავლობაში, ზედამხედველობის სამსახურმა, როგორც ელიავას ბაზრობის მიმდებარედ, ასევე, სხვა ტერიტორიებზე გარკვეული დარღვევები აღკვეთა.

"გასულ კვირას, ზედამხედველობის სამსახურის მუშაობის შედეგად, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ქუჩები მოწესრიგდა და სამშენებლო მასალებისა და საბურავებისგან გათავისუფლდა. ეს სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა, როგორც იქ მცხოვრები ადამიანებისთვის, ასევე გადაადგილებისა და ვიზუალური თვალსაზრისითაც. ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ და სხვა რაიონებში, ბაზრობების მიმდებარე ტერიტორიები ანალოგიურად უნდა მოწესრიგდეს. ერთი კვირის განმავლობაში, დავალება როგორც კი მივეცი, ზედამხვედველობის სამსახურმა 30-მდე ქუჩა მოაწესრიგა და ისეთი დარღვევები აღკვეთა, როგორიც ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ფიქსირდებოდა", - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა იმ მოქალაქეებს მიმართა, რომლებიც დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობას ეწევიან.

"ჩვენ ბიზნესს არ ვერჩით, მაგრამ ეს ყველაფერი წესრიგში და კანონმდებლობის ფარგლებში უნდა მოდიოდეს. ძალიან გამიხარდება, თუ მოქალაქეების დაჯარიმება არ მოგვიწევს. მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმიანობით არის დაკავებული, არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავაკეთოთ ბიზნესი ქალაქის იერსახის დაზიანების ხარჯზე. ეს კატეგორიულად მიუღებელია და პრობლემას წარმოადგენს გარშემო მცხოვრებთათვის და მათთვის, ვინც ამ ტერიტორიებზე ფეხით გადაადგილდებიან. ყველას ინტერესი გათვალისწინებული და დაცული უნდა იქნეს. ყველა ტიპის კანონიერ ეკონომიკურ საქმიანობას მხარს ვუჭერთ, თუმცა ეს ყველაფერი სხვისი უფლებების შელახვის გარეშე უნდა მოხდეს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, კახა კალაძემ თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს კიდევ ერთხელ დაავალა, რომ მონიტორინგი განაგრძონ და ქუჩები, სადაც მსგავსი პრობლემებია, დროულად მოწესრიგონ.







FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა