თბილისში, ნოცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში, "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ობიექტზე
სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას, 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
კომპანია "ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" დირექტორის ოპერაციულ მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილს განცხადებით, ინჟინერმა თავი შეუძლოდ იგრძნო, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
" შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარება მოვიდა და მათი ინფორმაციით, გარდაცვალება ჯანმრთელობის პრობლემამ გამოიწვია. ექიმები მამაკაცის სიკვდილს გულის შეტევას უკავშირებენ. ვწუხვართ და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს"-განაცხადა კიკალიშვილმა.

















