ტრაპზონში ავარიის შედეგად დაშავებული საქართველოს მოქალაქე, ვენერა უსტიაშვილი,
ბათუმში გადმოიყვანეს. უსიტაშვილს სამედიცონო გამოკვლევები რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარეს. ექიმების განმარტებით, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისათვის დამაკმაყოფილებელია და პაციენტის კლინიკაში დარჩენას არ საჭიროებს.
შეგახსენებთ, თურქეთში, ხუთი დღის წინ ქართული სანომრე ნიშნებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელსაც საქართველოს 21 მოქალაქე – დროებით მომუშავე სეზონური მუშები გადაჰყავდა, ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა.

















