logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ფუნდამენტურ მეცნიერებებში ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი გაიხსნა
ფუნდამენტურ მეცნიერებებში ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი გაიხსნა
18:08 20.08.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იულიხის (გერმანია) კვლევითი ცენტრისა და პარტნიორი უნივერსიტეტების (თსუ, აგრიუნი, ილიაუნი და სტუ) ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი გაიხსნა
ფუნდამენტურ მეცნიერებებში. ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ხელმძღვანელი მანანა მიქაბერიძე, ქართველი და უცხოელი პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ღონისძიება თსუ 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ტარდება და მისი თემატიკაა "მეცნიერება საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინურ შMAღთ |ლაბებში".
თსუ რექტორის მოადგილის ალექსანდრე ცისკარიძის თქმით, კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრს შორის სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას ემსახურება. "ეს კონფერენცია პრაქტიკულად ყველა აქტუალურ საკითხს ეხება, დაწყებული ბირთვული ფიზიკიდან დამთავრებული ნეირომეცნიერებით. კონფერენციის ფარგლებში სტუდენტების, ახალგაზრდა მეცნიერების გაცვლა იგეგმება, ასევე ნეირომეცნიერული ლაბორატორიის გახსნა. შესაბამისად, ეს კონფერენცია ახალი მიმართულებების დანერგვის კიდევ ერთი ძალიან კარგი საშუალებაა, რაც მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ისე ჩვენი გერმანელი პარტნიორებისთვის," - განაცხადა თსუ რექტორის მოადგილემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე თევზაძემ აღნიშნა, რომ საქართველო-გერმანიას შორის სამეცნიერო თანამშრომლობას 20-წლიანი ისტორია აქვს. "ქართულ-გერმანული ხიდის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შMAღთ ლაბებია დაფუძნებული. ასევე საუბარია, იულაბში ახალგაზრდების ჩართულობაზე. თავდაპირველად პროექტი მხოლოდ მაღალი ენერგიების ფიზიკიდან დაიწყო, დღეს კი ამ კოლაბორაციაში სხვასხვა მიმართულებებია ჩართული, რაც სამეცნიერო თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითია," - აღნიშნა ალექსანდრე თევზაძემ.
იულიხის კვლევითი ცენტრის დირექტორის ჰანს შტროერის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის კარგად განვითარებული თანამშრომლობის პროგრამაა. "ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გერმანიაში მიიღონ განათლება, შემდეგ დაბრუნდნენ და დაეხმარონ ქვეყანას განვითარებაში. ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებთ საქართველოში - ვაარსებთ ჭკვიან ლაბორატორიებს და იმედი გვაქვს, კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ. ჩვენ გვაქვს კვლევითი ცენტრები საქართველოს უნივერსიტეტებში, არა მხოლოდ თსუ-ში, თუმცა თსუ არის მთავარი უნივერსიტეტი," - აღნიშნა ცენტრის დირექტორმა.
თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისთვის თსუ საპატიო დოქტორის წოდება იულიხის კვლევითი ცენტრის თანამედროვე მოდელირების ინსტიტუტის დირექტორს, ბონის უნივერსიტეტის პროფესორს ულფ მაისნერს მიენიჭა. ცერემონიალის შემდეგ, პროფესორმა ულფ მაისნერმა საჯარო ლექცია - "ცხოვრება დედამიწაზე - შემთხვევითობა?" "Lიფე ონ Eარტჰ - ან Aცციდენტ ?" წაიკითხა.
"ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის" (GGშB) ფარგლებში 20-24 აგვისტოს გაიმართება თემატური კონფერენცია - "მულტისდისციპლინური შMAღთ |ლაბები საქართველოში". გარდა ამისა, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდება თემატური სალექციო კურსები საბუნებისმეტყველო და საიჟინრო მეცნიერებებში, მოეწყობა პოსტერების სესია, სტუდენტური სესია, რომელზეც შეირჩევა სხვადასხვა მიმართულების (ფიზიკა, მათემატიკა, ქიმია, ბიოლოგია, საინჟინრო ტექნოლოგიები …) საუკეთესო სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში ინტერნშიფის გასავლელად. მხოლოდ ბოლო სამი წლის მანძილზე იულიხის კვლევით ცენტრში 50-ზე მეტი ქართველი სტუდენტი იმყოფებოდა სხვადასხვა პროგრამით.
იულიხის კვლევით ცენტრსა და თსუ-ს თანამშრომლობა 1992 წლიდან დაიწყო. 2004 წლიდან ურთიერთობა გაგრძელდა "ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის" (GGშB) კონცეფციის ფარგლებში, რომლის სამი ძირითადი მიმართულებაა - ფუნდამენტური და გამოყენებითი კვლევები, განათლება და სტუდენტები, ცოდნის ტრანსფერი. 2010 წლიდან თანამშრომლობას საქართველოს სხვა უნივერსიტეტებიც შემოუერთდა: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოგვიანებით საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი.
2016 წლის კონფერენციაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობის ხელშეწყობას. ახალი პროგრამის თანახმად, საქართველოს უნივერსიტეტებში გაიხსნება ე.წ. შMAღთ|ლაბორატორიები. პირველი ასეთი ლაბორატორია (შMAღთ | EDM_Lაბ) თსუ-ში გაიხსნა 2017 წლის იანვარში. ლაბორატორია არის იულიხში არსებული ლაბორატორიის ანალოგი, რომელიც ჟEDI (ჟუელიცჰ Eლეცტრიც Dიპოლე მომენტ Iნვესტიგატიონს) საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ელემენტარული ნაწილაკების ელექტრული დიპოლური მომენტის ექსპერიმენტულ კვლევებშია ჩართული. 2017 წლის სექტემბერში თსუ-ში გაიხსნა მეორე ლაბორატორია, შMAღთ|Aტმოშიმ_Lაბ. ლაბორატორიაში ხორციელდება ატმოსფერული კვლევები: ატმოსფერული დამაბინძურებლების ქიმიური ანალიზი, მონაცემთა მათემატიკური ანალიზი და ჰაერის დაბინძურების მოდელირება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია ნეიროსამედიცინო კვლევებთან დაკავშირებული ლაბორატორიის გახსნა. სმარტლაბები ქართველ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს იულიხის კვლევით ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო პროექტები განახორციელონ საქართველოში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა