logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისის მერია სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს
15:30 20.08.2018
თბილისის მერია საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაციას იწყებს. მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტობეტონის საფარი, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა, ასევე, ტროტუარები, რომელიც აქამდე ქუჩაზე არ იყო. გარდა ამისა, მოეწყობა 2 საყრდენი კედელი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ტროტუარებზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება ახალი განათებები.

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში საპარკინგე სივრცეებიც მოწესრიგდება.

"ეს არის ინტენსიური მოძრაობით დატვირთული ქუჩა. სადაც ვდგავართ, აქ არის საპარკინგე ადგილები და თქვენ თვითონაც ხედავთ როგორი მოუწესრიგებელია. ეს ყველაფერი მოწესრიგდება. შეიცვლება განათების ბოძები, მოეწყობა ტროტუარები, რათა ფეხით გადაადგილება იყოს შესაძლებელი. დღეს ძალიან რთულია ამ ქუჩაზე ფეხით გაადგილება. იმის გამო, რომ საკმაოდ ვიწრო ქუჩაა და ვერ ვახერხებთ მთლიანად მოძრაობის შეზღუდვას, ნაწილობრივ ვატარებთ სამუშაოებს. თავდაპირველად ერთ ნაწილზე გაკეთდება, რის შემდეგაც დარჩენილ ნაწილზე გადავალთ",- განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წყლისა და წყალარინების ქსელების დაზიანებული მონაკვეთებს შეცვლის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით ორ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი, ნოემბრის თვეში დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბლექ სი გრუპი" აწარმოებს.

სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერთან ერთად, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გაგი ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა