დღეს ზუგდიდსა და მესტიაში ფოტოგამოფენა - „საქართველო ISAF-ის მისიაში” გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ნატოს შესახებ
საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ღონისძიების ჩატარების ინიციატივა ასოციაციას „იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის” ეკუთვნის.
გამოფენაზე, რომელიც ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება, წარმოდგენილი იქნება ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი ოფიცრებისა და ჯარისკაცების მონაწილეობის ამსახველი 30 ფოტო.
ფოტოგამოფენის პარალელურად, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ელენე ხოშტარია რეგიონში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავს. საუბრის მთავარი თემა ნატო-ს ისტორია და ნატო-საქართველოს ურთიერთობები იქნება.
ექსპოზიცია “საქართველო ISAF-ის მისიაში” 23 ივლისს მესტიის რაიონის სოფელ უშგულში გამოიფინება.

















