logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ახალციხეში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
ახალციხეში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
17:04 19.08.2018
საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ ქალაქ ახალციხეში „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა.

პარლამენტის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საჯარო განხილვები საზოგადოების მხრიდან სპორტულ ცხოვრებაში ჩართულობას გამოიწვევს.

„საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი მოვიარეთ და მინდა აღვნიშნო, რომ საზოგადოების მხრიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია აღნიშნულმა სახალხო განხილვებმა, მე იმედი მაქვს რომ ახალციხეშიც საკმაოდ დიდი დაინტერესება იქნება. ეს საჯარო განხილვები დაგვეხმარება იმაში, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული სპორტულ ცხოვრებაში. თუ გადავავლებთ თვალს, მაღალი მიღწევების სპორტში საკმაოდ დიდი წარმატებები გვაქვს, მათ შორის ამ რეგიონიდან და ამ მხრივ ჩვენ არ გვიჭირს, თუმცა დღევანდელ სტატისტიკას თუ გადავხედავთ ჩვენი მოქალაქეების ჩართულება სპორტში საკმაოდ დაბალია. სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება მხოლოდ მაღალი მიღწევები და პროფესიული სპორტი არაა. ესაა ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი. მინდა რომ სპორტს ცოტა სხვანაირად შევხედოთ და ცოტა მეტი დრო დავუთმოთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებას და ჩვენ თვითონ ვიყოთ მაგალითები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისათვის“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კანონპროექტზე დამსწრე საზოგადოებას ძირითადი მიმართულებები და ახალი მიდგომები სამინისტროს სპორტის კვლევისა და ანალიზის სამმართველოს უფროსმა, ვასილ ლიპარტელიანმა გააცნო. პრეზენტაციის შემდგომ საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

დამსწრე საზოგადოებას სპორტის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მოკლე ანგარიში წარუდგინა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, შალვა გოგოლაძემ. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა იმ პროცესებზე, რომლებიც ამ ეტაპზე სამინისტროში მიმდინარეობს და თავის მხრივ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა რეგიონის მოსახლეობას სპორტული ინფრასტრუქტურისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობისათვის.

ღონისძიებას, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი გიორგი კოპაძე, ქალაქ ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღნიშნული საჯარო განხილვები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ბრიტანეთის მთავრობის (UKAID) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა