logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფაროსანას პოპულაცია და გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მნიშვნელოვნად შემცირდა
ფაროსანას პოპულაცია და გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მნიშვნელოვნად შემცირდა
13:21 18.08.2018
ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებული ვითარებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისიტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაეცნო.

„გურიაში შეხვედრები გვქონდა მოსახლეობასთან. ასეთი შეხვედრებით ვიგებთ, რომ აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ დაგეგმილი სამთავრობო პროგრამა წარმატებით მოქმედებს. მნიშვნელოვნადაა შემცირებული მავნებლის პოპულაცია და გავლენა სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე. შეხვედრებზე დაისვა მწვავე შეკითხვებიც. გამოიკვეთა, რომ მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილმა ჩაატარა აგროღონისძიებები სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ. შესაბამისად, მათ მიიღეს ძალიან კარგი მოსავალი; სამწუხაროდ, დიდმა ნაწილმა არ გაიზიარა სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები. მოსახლეობის ამ ნაწილს წელს მოსავალი გაუფუჭდა.ხარისხიანი მოსავლის მისაღებად, აუცილებელია მოსახლეობამ გააცნობიეროს საკუთარი ჩართულობის მნიშვნელობა და სამომავლოდ ჩვენი სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით განახორციელონ აგროღონისძიებები. მნივნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე, გარკვეული პოლიტიკური დაჯგუფებების მხრიდან იყო მცდელობა ფაროსანასთან ბრძოლის საკითხების განხილვაპოლიტიკურ ჭრილში გადასულიყო. ისინი საზოგადოებას არასწორ ინფორმაციას აწვდიან; აღნიშნული ინფორმაციები, გადამოწმების შემდეგ, არ დასტურდა. უნდა ითქვას, რომ მიწოდებული ცრუ ინფორმაციის გამო, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არ შეწამლა პლანტაციები და ყანები, არ მოუარა მოსავალს და, შესაბამისად,დაზარალდა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ მოსახლეობისგან მოისმინა ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელიც ადგილობრივებს აწუხებთ. ფერმერები თხილის დაბალი ხარისხის მოსავალს უჩივიან, რაც, ძირითადად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების შედეგია. გიორგი ხანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზიური ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა, კვლავ პრობლემაა მოსახლეობის მიერ აქტიური ჩართულობა და მათ მიერ სხვა დაავადებების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება.

ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებს გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი ესწრებოდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა