საქართველოს ხელოვნების სასახლეში დღეს ქართული ანბანისა
და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის - "ანბანი, როგორც ისტორია" პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი გაუძღვებიან.
ღონისძიება 14:00 საათზე დაიწყება.

















