logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
წელს დასავლეთ საქართველოში  თხილის და  სიმინდის უკეთესი მოსავალია
წელს დასავლეთ საქართველოში თხილის და სიმინდის უკეთესი მოსავალია
14:33 17.08.2018
წელს დასავლეთ საქართველოში სიმინდის და თხილის უკეთესი მოსავალია. ფერმერებმა, რომლებმაც აზიური ფაროსანას წინააღდეგ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების საწინააღმდეგო სამუშაოები განახორციელეს, კარგი მოსავალი აქვთ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას და არსებულ ვითარებას დასავლეთ საქართველოში ეცნობა.
მინისტრის მოადგილემ სამეგრელოს რეგიონში, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურაშვილთან, მცენარეთა დაცვის სპეციალისტებთან და საკოორდინაციო შტაბის წევრებთან ერთად, აბაშის მუნიციპალიტეტში თხილის პლანტაციები და საყანე ფართობები დაათვალიერა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
ე.წ. ანჯელის მასივში, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს და ფართობები ცივი შესხურერებით მუშავდება.
ფერმერებმა შეხვედრაზე აღინიშნა, რომ წელს მავნებლის მიერ მოსავლის დაზიანება მინიმალურია და შარშანდელთან შედარებით უკეთეს მოსავალს ელოდებიან.
გიორგი ხანიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ მავნებლის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებები წარმატებულად მიმდინარეობს და შედეგი თვალსაჩინოა.
"ეს სწორედ ის ფართობებია, სადაც შარშან მავნებლის კონცეტრაცია საკმაოდ დიდი იყო. სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად, წელს მავნებლის გავრცელება მნიშვნელოვნად არის შემცირებული, ხოლო იქ, სადაც აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების პარალელურად, ფერმერების მიერ საჭირო აგროსამუშაოები სწორად ჩატარდა, კარგ მოსავალს ელოდებიან", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუში არსებულ თხილის საშრობ და სასაწყობე საწარმოში, თხილის ჩაბარების პროცესსაც დაესწრო. სამეგრელოს რეგიონში თხილის კრეფა უკვე მიმდინარეობს. მეთხილე ფერმერებთან შეხვედრა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ წელს სახელმწიფოს ძალისხმევით გატარებული ღონისძიებების შედეგად, აზიური ფაროსანას მიერ თხილის დაზიანების წილი საკმაოდ მცირეა.
დღეის მდომარეობით, სახელმწიფოს მიერ დამუშავებულია 27 მუნიციპალიტეტის 523 სოფელი. თერმული ნისლის გამოყენებით შეწამლულია, დაახლოებით, 420 ათასი ჰექტარი, ცივი შესხურების ტექნოლოგიით - 44 ათას ჰექტრამდე ფართობი, სატრაქტორე აგრეგატით - 22 ათასამდე ჰექტარი. მავნებლის სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე გადასვლის თავიდან აცილების მიზნით, ტყის პერიმეტრებზე, ბუფერულ ზონებში დამონტაჟებულია "მოიზიდე და გაანადგურე" სადგურები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა