logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე პროფესიული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე პროფესიული სამუშაო შეხვედრა გაიმართა
10:58 16.08.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პროფესიული სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა-ფუნქციონირების პროექტის გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო დეტალური პრეზენტაცია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ გარემოსდაცვით საკითხებზე.

განხილვას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ნინო თანდილაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ხელმძღვანელობდნენ.

პროექტი საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობით ხორციელდება. პროექტი შემუშავდა ესპანური კომპანია IDOM-ის მიერ. გარემოზე ზემოქმედების შეფასებას უზრუნველყოფს იტალიური კომპანია ANAS INTERNATIONAL და „გამა კონსალტინგი“. პროექტის შემუშავებაში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, ჩართული არიან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ექსპერტები.
ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტი სრულად პასუხობს საგზაო უსაფრთხოების ნორმებს, რადგან სახეზეა თანამედროვე სტანდარტით დაპროექტებული გზა.

„მულტიფაქტორული ანალიზის შედეგად, რაც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების, ტექნიკურ-ეკონომიკური, ფუნქციური, გეოლოგიური და ბიომრავალფეროვნების კუთხით შესწავლას, წარმოდგენილი ცხრა ალტერნატიული პროექტიდან, ეტაპობრივი განხილვის შედეგად, აღნიშნული პროექტი შეირჩა, რომელიც ყველაზე დაბალანსებულ ალტერნატივას წარმოადგენს“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნა, ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის მშენებლობა-ფუნქციონირების პროექტი ერთ-ერთი სამაგალითო ინფრასტრუქტურული პროექტია გარემოზე ზემოქმედების შეფასების თვალსაზრისით.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, 35 კმ-იანი არსებული მონაკვეთი 12 კმ-ით შემცირდება, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე 1 საათიანი გადაადგილების დრო 20 წუთი გახდება.
განხილვას, პროექტის შემუშავებაზე პასუხისმგებელ პირებთან ერთად, დარგის ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის და ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა