თბილისის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მტკვარში მამაკაცს ეძებენ.
როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში
განუცხადეს, ანჩისხატის ეკლესიის პირდაპირ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მამაკაცი შენიშნეს, რომელიც წყალს მიჰქონდა.
მათი ინფორმაციით, უცნობია თუ როგორ აღმოჩნდა მამაკაცი მდინარეში. არ გამოირიცხება თვითმკვლელობის მცდელობაც.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. სამძებრო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

















