logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროგრამის-  „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განივითარება” ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა
პროგრამის- „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განივითარება” ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა
16:03 15.08.2018
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროგრამის "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განივითარება" ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლებისთვის აცხადებს კონსულტანტ-მასწავლებლების და დამხმარე მასწავლებლების შესარჩევ კონკურსს.

პროგრამაში კონსულტანტ-მასწავლებლის სტატუსით ჩართვისთვის საჭიროა კონკურსანტი აკმაყოფილებდეს ქვემოთ მოცემულ ერთ - ერთ პირობას:

• უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით და სერტიფიცირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში (I-VI; VII-XII) ან ქართული, როგორც მეორე ენაში;
• უმაღლესი განათლება ნებისმიერი მიმართულებით (მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი კურსი და ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება ან ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება I-VI; VII-XII);
• უმაღლესი განათლება მასწავლებლის კვალიფიკაციით და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება I-VI; VII-XII/ ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი გამოცდის წარმატებით ჩაბარება.
პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტის შესაბამისად ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვან სკოლაში. ასევე, სკოლის ბაზაზე არაფორმალური სწავლების ხელშეწყობა, სკოლაში საგნობრივი წრის შექმნა, დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება.

პროგრამაში დამხმარე მასწავლებლის სტატუსით ჩართვისთვის საჭიროა კონკურსანტს ჰქონდეს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ბაკალავრის დიპლომი და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი ან ცნობა.
დამხმარე მასწავლებლების ფუნქცია-მოვალეობა იქნება სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის ან კახეთის არაქართულენოვანი სკოლის შესაბამისი საგნის ადგილობრივ მასწავლებელთან ერთად გაკვეთილის დაგეგმვა და ჩატარება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად, სკოლის ადგილობრივი მასწავლებლების დახმარება ენისა და საგნის ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარებაში, პროფესიული განვითარების მიზნით ამავე პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელთან თანამშრომლობა.
პროგრამის "არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განივითარება" მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესება სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები ორიენტირებულია, როგორც სამიზნე სკოლების ადგილობრივ მასწავლებლებს შორის სახელმწიფო ენის ფლობის დონის გაუმჯობესებაზე, ასევე მათ პროფესიულ განვითარებაზე.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა