logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერი შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
დედაქალაქის მერი შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
13:53 15.08.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, ჟიული შარტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში (1 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთი) არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჩატარებაა დაგეგმილი.

თბილისის მერის განცხადებით, შარტავას ქუჩას კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ველობილიკით პეკინის გამზირს დაუკავშირდება.

"დაწყებულია შარტავას ქუჩის რეაბილიტაცია, სადაც ძალიან ბევრი ავტომობილი გადაადგილდება. ეს ერთ-ერთი იმ მსხვილი პროექტთაგანია, რომელთა განხორციელება მთელი ქალაქის მასშტაბით გვაქვს დაგეგმილი. სამუშაოების ფარგლებში, მთლიანად მოწესრიგდება სანიაღვრე, წყლისა და წყალარინების ქსელები. ორივე მხარეს მოეწყობა ავტობუსებისთვის სპეციალური სავალი ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდეს. ანალოგიური სარეაბილიტაციო სამუშაოები კოსტავას ქუჩაზეც მიმდინარეობს, სადაც შეიცვლება განათების სისტემა და სადენები მიწის ქვეშ განთავსდება. ამასთან, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება პეკინის გამზირთან დამაკავშირებელ ჭაბუკიანისა და ბულაჩაურის ქუჩებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოეწყობა ველობილიკი, რომელიც ბულაჩაურის ქუჩით, პეკინის გამზირზე არსებულ ველობილიკს დაუკავშირდება", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში შექმნილი გარკვეული შეზღუდვებისთვის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ბოდიში მოუხადა.

"გადაადგილების მხრივ, გარკვეული შეზღუდვები არსებობს, რისთვისაც კიდევ ერთხელ მინდა, მძღოლებს, მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილებით გადაადგილდებიან, ბოდიში მოვუხადო. სექტემბრის შუა რიცხვებში ასფალტის საფარი სრულად მოწესრიგდება. შემდეგი ნაბიჯი კი, ტროტუარებისა და განათების ბოძების მოწყობა იქნება. გვინდა, რომ სასწავლო წლის დაწყებამდე, გზის საფარის განახლება მოვასწროთ, რათა გადაადგილება არ შეიზღუდოს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

შარტავას ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში, გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები. ტროტუარზე სტანდარტების შესაბამისად, შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები და ველობილიკი მოეწყობა, გარე განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება.

ამასთან, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" აღნიშნულ ლოკაციაზე, 800 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელები შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3.2 მლნ ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ბლექ სი გრუპი" აწარმოებს.

შარტავას ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი გაეცნენ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა