logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დედაქალაქის მერი დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად, სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართავს
დედაქალაქის მერი დაუსრულებელი მშენებლობების დასასრულებლად, სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართავს
12:07 15.08.2018
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო კომპანიებს თხოვნით მიმართა, რომ თბილისში არსებულ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით, წინადადებები წარმოადგინონ.

როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, დედაქალაქში სულ 179 დაუსრულებელი შენობა-ნაგეობაა.

"ჩვენ რამდენიმე ხნის წინ დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებზე ვისაუბრეთ, რომელიც სამწუხაროდ, მრავლად გვაქვს ქალაქში. ამის აღწერა მოხდა. ამ მიმართულებით, ილია ელოშვილი მუშაობდა. დაახლოებით, 179 ობიექტია. არსებულ მდგომარეობაზე პრემიერ-მინისტრთან საუბარი მქონდა. შესაბამისად, მისგან და ცენტრალური ხელისუფლებისგან არის სრული მხარდაჭერა, რომ აღნიშნული პრობლემა მოგვარდეს. მინდა ირაკლი ხმალაძეს და ილია ელოშვილს დავავალო, რომ ამ მიმართულებით მუშაობა დაიწყონ. ასევე, მივმართავ დეველოპერებს, სამშენებლო კომპანიებს, არქიტექტორებს - გააქტიურდით. ქალაქში წლობით დაუმთავრბელი შენობა-ნაგებობების პრობლემა არსებობს. მოგმართავთ, რომ იაქტიუროთ, მობრძანდეთ და თქვენი წინადადებები მოიტანოთ. ჩვენ ხელს შეგიწყობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოვაგვაროთ ეს პრობლემები და ქალაქში დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობები არ გვქონდეს", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, დაუსრულებელი შენობა-ნაგებობები დედაქალაქის იერსახის თვალსაზრისით, პრობლემას და დისკომფორტს ქმნის.

"ძალიან ცუდია, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, უბნებში და რაიონებში ასეთ შენობა-ნაგებობებს ვხედავთ და ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი შეიძლება მერიის მიმდებარე ტერიტორია იყოს. მგონია, რომ არავის მოგწონთ არსებული ხედი, როგორ გამოიყურება ეს ყველაფერი. გარდა ამისა, არის უამრავი ადამიანი, რომელსაც თანხები აქვთ გადახდილი და წლებია, საკუთარ ფართს ელოდება. მგონია, რომ ეს მათთვისაც სერიოზული შვება იქნება. ამიტომ, ჩემი თხოვნაა, რაც შეიძლება მალე, მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა შევთავაზოთ დეველოპერულ კომპანიებს, რომ ამ შენობა-ნაგებობების დასრულება მოხდეს. მგონია, რომ ჩვენ ამას აუცილებლად მოვახერხებთ", - განაცხადა კალაძემ.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა