logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შოთა შალელაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველებისა და აფხაზების ძმობა ისევ აღდგება
შოთა შალელაშვილი: დარწმუნებული ვარ, ქართველებისა და აფხაზების ძმობა ისევ აღდგება
11:30 15.08.2018
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის განცხადებით, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი გავიდა და მიუხედავად დროის ხანგრძლივობისა, სამწუხაროდ, ქართველებსა და აფხაზებს შორის საერთო ენის გამონახვა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა. თუმცა, შალელაშვილი იმედოვნებს, რომ ქართველებისა და აფხაზების ძმობა ისევ აღდგება და ისინი ერთად გააგრძელებენ ცხოვრებას. ამისთვის კი, უპირველესად ყოვლისა, აუცილებელია დიდი ძალისხმევა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით, მხარეებთან მოლაპარაკება.

"აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 26 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს სხვა სახელმწიფოს მიერ ინსპირირებული, პროვოკაციული დაძაბულობა ომში გადაიზარდა. 403-დღიან დაპირისპირებას ათი ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი შეეწირა, სამასი ათასამდე ადამიანი დევნილად იქცა.

სამწუხაროა, რომ ამდენი წლის განმავლობაში საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა და მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, თუმცა ქართველების და აფხაზების ძმობამ, ურთიერთობამ და პატივისცემამ ბევრ გამოწვევას და დაბრკოლებას გაუძლო და დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ისევ აღდგება, ამ ძირძველ მიწაზე აუცილებლად დაბრუნდებიან იძულებით გადაადგილებული პირები და აფხაზები და ქართველები ისევ ერთად გააგრძელებენ თანაცხოვრებას.

აფხაზეთი დღეს თავად აფხაზების გარეშეცაა დარჩენილი, ეს მდგომარეობა უნდა დასრულდეს რეალურ ვადებში, რისთვისაც აუცილებელია აფხაზებისთვის გონივრული წინადადებების შეთავაზება. ჩვენ ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, ყველა მხარესთან უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, რათა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, შევძლოთ ჩვენ თანამემამულეებთან აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების მყარი ნიადაგის შექმნა, მუდმივ რეჟიმში უნდა ვესაუბროთ და აუცილებლად მივაღწევთ შედეგს.

ყველამ ერთად უნდა ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, როგორ აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდი აფხაზებსა და ქართველებს, ოსებსა და ქართველებს შორის. ნდობა აუცილებლად დაბრუნდება, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ეს ის ისტორიული კანონზომიერებაა, რომლის შეცვლასაც უსასრულოდ ვერავითარი მესამე მხარე თუ მესამე ძალა ვერ შეძლებს"-განაცხადა შალელაშვილმა .


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა