logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თიბისი სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა
თიბისი სტატუსმა თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა
10:54 15.08.2018
თიბისი სტატუსმა ახალგაზრდა მხატვრის - თედო რეხვიაშვილის ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში სწავლის საფასურის ნაწილი დააფინანსა. ბოლო დროს ხელოვანის მხარდასაჭერად სხვადასხვა ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის გალერეაში "ვანდა" გამოფენა-გაყიდვა გაიხსნა, სადაც თედო რეხვიაშვილის რამდენიმე ნამუშევართან ერთად მსურველებს ისეთი მხატვრების ნამუშევრების დათვალიერება და შეძენა შეუძლიათ, როგორებიც არიან: გია გუგუშვილი, ქეთი მატაბელი, გია ბუღაძე, ვახო ბუღაძე, რიტა ხაჩატურიანი, თუთუ კილაძე, ლალი ზამბახიძე, ნინო ჩაკვეტაძე, ვანო აბულაძე, ნინო ფერაძე, ვახო მუსხელი და სხვები. გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ახალგაზრდა მხატვრის სასწავლებლად წასვლას მოხმარდება.

თედო რეხვიაშვილმა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე ჩააბარა და განსაკუთრებით ნიჭიერთა ათეულში მოხვდა, რის საფუძველზეც მაქსიმალური - 15 000 დოლარის გრანტი მოიპოვა, თუმცა აღნიშნული თანხა აკადემიაში სწავლისთვის საკმარისი არ არის.

თედო რეხვიაშვილი სკოლის დამთავრების შემდეგ, თბილისის სამხატვრო სასწავლებელ ათწლედში გრაფიკის მიმართულებით სწავლობდა. შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში, ასევე გრაფიკის მიმართულებით, ჯერ ბაკალავრის, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი მოიპოვა. 2015 წლიდან აქვს საკუთარი სტუდია, სადაც ბავშვებსა და აბიტურიენტებს ხატვას, ფერწერას, გრაფიკასა და კომპოზიციას ასწავლის. პარალელურად, 27 წლის მხატვარი სხვადასხვა პროექტებსაც ახორციელებს, მაგალითად, მცირერიცხოვან და მაღალმთიან სოფლებში სკოლებისა და შენობების მოხატვა.

2015 წელს თედო რეხვიაშვილს საუკეთესო გრაფიკული ნამუშევრისთვის პრემია "ჟირაფი" გადაეცა. ის რამდენიმე ჯგუფური და პერსონალური გამოფენის მონაწილე და ავტორია.

თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერი გამოფენა-გაყიდვა გალერეაში "ვანდა" 21 აგვისტომდე გაგრძელდება. გამოფენის პარალელურად გასაყიდად წარმოდგენილი ნამუშევრების დათვალიერება მსურველებს ონლაინ კატალოგშიც შეუძლიათ ვებ-გვერდზე - ჰტტპს://ბიტ.ლყ/2MკბგYპ
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა