ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლებს ხელფასი 35 % -ით გაეზრდებათ. შეთანხმება ქარხნის ადმინისტრაციასა
და აქციის მონაწილეებს შორის წუხელ, გვიან ღამით მოხდა.
,,ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორივე მხარის მოლაპარაკების პროცესი უზრუნველყვეს და მაქსიმუმი გააკეთეს შედეგის მისაღწევად. გადაწყდა, რომ ქარხნის თანამშრომლების ხელფასები 35 % - ით გაიზრდება“ - განაცხადა იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ გია აბესალაშვილმა.
მისივე თქმით, დაახლოებით ერთ თვეში მოლაპარაკებები კვლავ განახლდება და მუშების ანაზღაურების მომატების საკითხზე ისევ იმსჯელებენ.
ხელფასების მომატების მოთხოვნით, ფეროშენადნობთა ქარხნის მუშებმა გუშინ გაფიცვა მოაწყვეს.

















