აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად
მიმდინარეობს. აღნიშნული სტრატეგია მსოფლიოს წამყვანი და ქართველი სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა.
გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მავნებლის პოპულაცია. ქვეყანაში მავნებლის გავრცელების გეოგრაფიული არეალი არ გაზრდილა, მავნებელი მხოლოდ დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფიქსირდება.
მოსახლეობის და ფერმერების ის ნაწილი, რომელიც ჩართული იყო როგორც მავნებელთან, ასევე, სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში და რომელმაც გაითავისა, რომ შედეგის მისაღწევად, მათი აქტიურობა გადამწყვეტია, წელს თხილის გაცილებით უკეთესი მოსავალი აქვს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ სახელმწიფოს მიერ ფაროსანას წინააღმდეგ ჩატარებული ქიმიური წამლობის პარალელურად, მოსახლეობა უნდა ახდენდეს თხილის სოკოვანი და ბაქტერიული დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლას, რათა არ ჩამოყალიბდეს თხილის გულის სიდამპლე და მიიღოს ხარისხიანი მოსავალი.
დეზინფორმაციის გავრცელება ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების არაეფექტიანობის შესახებ, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მიერ მავნებლის წინააღმდეგ საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე შემუშავებული ბრძოლის სტრატეგიის განხორციელებას; ხშირ შემთხვევაში, წინასაარჩევნო, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების გათვალისწინებით გაკეთებულმა განცხადებებმა, შესაძლოა

















