logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თელავში რთველის მოსამზადებელი შეხვედრა შედგა
თელავში რთველის მოსამზადებელი შეხვედრა შედგა
13:22 13.08.2018
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი 2018 წლის რთველის საორგანიზაციო საკითხების განხილვის მიზნით, კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს შეხვდა.

თელავში გამართულ შეხვედრას საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ანდრო ასლანიშვილი დაესწრნენ.

გიორგი ხანიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს რთველის ორგანიზებულად ჩატარებისთვის საჭირო ღონისძიებები და სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის შემუშავებული პროგრამები გააცნო.

"სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია რთველის წარმატებულად ჩატარება. გასულ წლებში რთველის პროცესი საჭიროებდა დოტაციას. მევენახეობა-მეღვინეობის დარგში გატარებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ამის აუცილებლობა აღარ დგას, ბიზნესი უბრუნდება სწორ ნიშნულს - მეწარმე და ფერმერი თავად შეთანხმდებიან ფასებზე. გაზრდილი ექსპორტი, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, ქართული ღვინის გაზრდილი ცნობადობა, ეს ტენდენცია ასახულია ქვეყნის ეკონომიკურ პოლიტიკაზე, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ რთველი ჩატარდეს სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე, რაც არის სწორი ბიზნეს-მოდელი" - აღნიშნა მან.

მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება ქართული ღვინის ხარისხზე გაამახვილა. გიორგი ხანიშვილის თქმით, სწორედ რთველის პროცესში გამართული აღრიცხვიანობაა ერთ-ერთი წინაპირობა ღვინის ხარისხის უზრუნველსაყოფად.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, რთველის შტაბი აგვისტოს ბოლომდე გაიხსნება და დაიწყება რთველის პროცესში ჩართვის მსურველი კომპანიების რეგისტაცია. ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, გასული წლების მსგავსად, რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს. "საკოორდინაციო შტაბის ფუნქცია იქნება რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშეწყობა, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფა, რაც ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საწინდარია" - აღნიშნა მან.

თავის მხრივ, კახეთის გუბერნატორმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ რეგიონში ყოველწლიურად იზრდება ახლადგაშენებული ვენახების ფართობები, რაც მიუთითებს მეღვინეობის დარგის მდგრადობაზე.

გელა სამხარაულის ინფორმაციით, ექსპორტის ზრდის პარალელურად, საქართველოში მზარდი ტურისტების რაოდენობა, ასევე ზრდის ღვინის მოხმარებაზე მოთხოვნას შიდა ბაზარზე, რაც არის ასევე წინაპირობა, რომ რთველი ჩატარდეს თავისუფალ საბაზრო პირობებზე.

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, 2018 წლის რთველი დაფუძნებული იქნება სრულ საბაზრო ფასების პირობებზე და ეს იქნება ბოლო 10 წლის მანძილზე პირველი რთველი, როდესაც სახელწიფო სრულად გამოდის ყურძნის სუბსიდირების რეჟიმიდან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა