logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბათუმში შინდისის გმირები გაიხსენეს
ბათუმში შინდისის გმირები გაიხსენეს
13:41 11.08.2018
2008 წლის 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან დაღუპული გმირები დღეს ბათუმში გაიხსენეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე შინდისის გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სკვერში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და ბათუმის საკრებულოს წევრები შეიკრიბნენ. მათ დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და სიმბოლურად, მათივე სახელობის სკვერში 17 ნერგი დარგეს.

,,დღეს პატივი მივაგეთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩვენი თანამედროვეობის ყველაზე გმირულ მაგალითს - შინდისის გმირებს. ასევე ორმაგი სიამაყით ვართ გამსჭვალული, ვინაიდან ძალიან ბევრი ჯარისკაცი იყო აჭარის რეგიონიდან და მათ უანგაროდ შესწირეს თავი ჩვენს ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ჩვენი ქვეყნის მომავალი სწორედ ისეთ ბიჭებზე დგას, როგორიც იყო ალეკო ონიანი, როგორიც იყო რომან ზოიძე და რა თქმა უნდა, ჩვენ და მომავალი თაობებიც ვალდებულნი ვართ შევინახოთ ეს საგმირო ისტორიები და მაქსიმალურად დავაფასოთ“ - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გარდაცვლილი გმირების ოჯახის წევრებს შეხვდა და თანადგომა გამოუცხადა.

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისის სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. ქართველი ჯარისკაცების მიმართულებით მტერი თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდა, მათ შორის ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგემ ორჯერ გამოიძახა დახმარება, ჩვიდმეტმა ქართველმა მებრძოლმა მედგარი წინააღმდეგობა ბოლომდე გასწია და გმირულად დაიღუპა.

შინდისის გმირების სახელობის სკვერი ბათუმში 2016 წლის აპრილში გაიხსნა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა