logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
კახა კალაძე მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
15:55 10.08.2018
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საბურთალოს რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მიროტაძის ქუჩის (კოსტავას ქუჩიდან პეკინის გამზირამდე), პეკინის გამზირის (მიროტაძის ქუჩიდან 26 მაისის მოედნამდე), კოსტავას ქუჩის (26 მაისის მოედნიდან) სააკაძის მოედნამდე, ჭაბუკიანის ქუჩის (სააკაძის მოედნიდან პეკინის გამზირამდე) რეაბილიტაციის პროექტს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს.

თბილისის მერის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, კოსტავას ქუჩაზე ასევე, ველობილიკი მოეწყობა, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება.

„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ. რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ სამუშაოების ჩატარება დაიწყო, რათა მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელი სრულად განაახლოს და მოაწესრიგოს. შემდგომი ეტაპი ქუჩის სრული რეაბილიტაციაა, რომელიც გზის საფარისა და განათების ბოძების მოწესრიგებას გულისხმობს. ასევე, ავტობუსებისთვის ორივე მხარეს სპეციალური ზოლი მოეწყობა, იმისთვის, რომ მგზავრებმა უფრო კომფორტულად და სწრაფად გადაადგილება შეძლონ. გზის ერთ მხარეს მოეწყობა ველობილიკიც, რომელიც პეკინის გამზირს დაუკავშირდება. შემდეგში ვგეგმავთ, რომ აღნიშნული ველობილიკი საბურთალოს რაიონში განხორციელებულ სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დავაკავშიროთ და ერთიანი, დიდი წრე შეიკრას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პროექტის ფარგლებში, სარეაბილიტაციო არეალში არსებული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებია დაგეგმილი. გზის სავალ ნაწილზე მოეწყობა ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი, ახალი სანიაღვრე სისტემა და გზის ორივე მხარეს მოწესრიგდება ტროტუარი. ასევე, ახლით შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების ქსელები.

ტროტუარზე განთავსდება სკამები და სტანდარტების შესაბამისად, მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები. სამუშაოების ფარგლებში, 1,2 კმ სიგრძის მონაკვეთის სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, საავტომობილო და ველოსიპედების სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს. ასევე, შეიცვლება გარე განათების ბოძები და ახალი, თანამედროვე, განათების ევროპული ტიპის ქსელი დამონტაჟდება.

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, 700 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელი შეიცვლება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 3,5 მლნ ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ენ სი სი“ აწარმოებს.

დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ვახტანგ შაქარიშვილი იმყოფებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა