თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით 15 წუთში აღუდგება.
როგორც „ნიუსპრესს“ ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს,
ელექტროენერგიის გათიშვა ერთ-ერთ უბანზე მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრობლემა უკვე აღმოფხვრილია. ელექტროენერგიის ჩატვირთვა 15 წუთში დაიწყება. შესაბამისად, გათიშულ აბონენტებს ენერგომომარაგება ეტაპობრივად აღუდგება.
თბილისის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია რამდენჯერმე გაეთიშა, რის გამოც მოსახლეობას წყალიც შეუწყდა. შეფერხებულია მეტროს მუშაობაც.

















