logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომელიც 2011 წელს ვეტერანებს ხელკეტებით გაუსწორდა, ვეტერანების პრობლემებით სპეკულირება მიუღებელია
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომელიც 2011 წელს ვეტერანებს ხელკეტებით გაუსწორდა, ვეტერანების პრობლემებით სპეკულირება მიუღებელია
18:26 09.08.2018
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ‘’ნაციონალური მოძრაობიდან’’ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის ბესიკ ქათამაძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც დეპუტატი ხელისუფლებას ვეტერან რუსლან გოგოლაძის და ზოგადად, ვეტერანების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, რუსლან გოგოლაძის პრობლემა მათთვის უცხო არაა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, შეძლებისდაგვარად, ყურადღებას აქცევდნენ მას.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ ვეტერან ირაკლი (იგივე რუსლან) გოგოლაძის შესახებ ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატის ‘’ნაციონალური მოძრაობიდან’’, ბესიკ ქათამაძის მიერ სოციალურ ქსელ’’facebook’’ში ატვირთულ ვიდეომიმართვას, სადაც ის ამ ხელისუფლებას ვეტერან რუსლან გოგოლაძის და ზოგადად, ვეტერანების მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს.
პირველ ყოვლისა, გვინდა, მოგახსენოთ, რომ ქედს ვიხრით ყველა იმ ადამიანის, ვეტერანის წინაშე, ვინც საქართველოსთვის იბრძოდა და თავი არ დაუზოგავს ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლაში! ბატონი რუსლანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანია. იგი მტრის ტყვიას იმ ომში კი გადაურჩა და საღ-სალამათი დაუბრუნდა ოჯახს, თუმცა, შემდგომ, საუბედუროდ, საკუთარი სახლის სახურავის შეკეთებისას გადმოვარდა, ხერხემალი დაიზიანა და ეტლს მიეჯაჭვა, რის გამოც I ჯგუფის შშმ პირად იქცა. 2015 წელს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს მომართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსებაზე. უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, 7000 ლარი გამოუყო, რითაც, მან რეაბილიტაციის კურსი გაიარა. მისი პრობლემა და სატკივარი უწყებისთვის უცხო არაა; ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის გურიის სამმართველოს წარმომადგენლები, შეძლებისდაგვარად, ყურადღებას აქცევდნენ (2017 წელს მას სამსახურმა მედიკამენტების დასაფინანსებლად გამოუყო თანხა) და შუამდგომლობას უწევდნენ სხვადასხვა მისთვის პრობლემატურ საკითხზე ადგილობრივ ხელისუფლებასთან.
რუსლანისთვის რეაბილიტაციის მეორე კურსის ჩასატარებლად რეგიონში სამსახურის წარმომადგენელმა მოგვმართა და მისი საკითხი განხილვის სტადიაშია. ინტენსიური მუშაობა მიდის შესაბამის უწყებებთან ერთად, რათა მოგვარდეს ეს პრობლემა (მან ამჯერად სარეაბილიტაციო კურსი, საზღვარგარეთ უნდა გაიაროს და მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, ტრანსპორტირებაც შესაბამისი წესით უნდა მოხდეს.)
ჩვენ დავუკავშირდით სოციალურ სააგენტოსაც და როგორც მათი მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა_რუსლან გოგოლაძის ოჯახი შედგება 2 წევრისგან და ორივე მათგანი სარგებლობს სახელმწიფო გასაცემლით_პენსიითა და სოციალური პაკეტით 360 ლარის ოდენობით. ოჯახის წევრებისთვის მხლოდ ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან გაცემულია 12500ლარი, მათ შორის, საყოველთაო ჯანდაცვისა და რეფერალური პროგრამის ფარგლებში. ასევე, ოჯახი ორჯერ დაკმაყოფილდა დამხმარე საშუალებების პროგრამით. ოჯახი სარგებლობს სოციალური სტატუსით; ძველი დეკლარაციის მიხედვით მაღალი ქულა დაუდგინდა. ამ ეტაპზე ამ ოჯახის განმეორებითი შესწავლა მიმდინარეობს ახალი მეთოდოლოგიით.
არა ერთგზის აღგვინიშნავს, რომ ვეტერანების ქვეყნის მიმართ დამსახურებას თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, რასაც ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ამ ხელისუფლების დახმარებით ვეტერანებისთვის აკეთებს, არაა საკმარისი, რაც ზოგჯერ უწყების ბენეფიციარების სამართლიან გულისწყრომას იწვევს, თუმცა, ყველაფერი შედარებითია და ქვეყანა, რომელსაც 75 000-ზე მეტი სხვადასხვა კატეგორიის ვეტერანი ყავს, მაქსიმალურად ცდილობს, პირველ ყოვლისა, ღირსება აღუდგინოს თავის ვეტერანს, ის ღირსება, რომელიც სწორედ ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური გუნდის მმართველობის დროს ფეხქვეშ იყო გათელილი.
არ უარვყოფთ, რომ ძალიან ბევრია გასაკეთებელი ამ დამსახურებული ადამიანების ღირსეული დაფასებისთვის, თუმცა, იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლისგან, რომელმაც 2011 წლის იანვარში სწორედ დისკრიმინაციულ პირობებში ჩაყენების გამო, გმირთა მემორიალთან შეკრებილ ვეტერანებს ხელკეტებითა და დამამცირებელი მოპყრობით უმოწყალოდ გაუსწორდა, ვეტერანების პრობლემებით, მათი’’დისკრიმინაციულ პირობებში’’ ჩაყენებით სპეკულირება, რბილად რომ ვთქვათ, შეურაცხყმოფელია და რა თქმა უნდა, მიუღებელიც!“- აცხადებენ უწყებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა