„თბილისის ლუდის ფესტივალი“ დღეს ვარდების რევოლუციის მოედანზე გაიხსნება, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ლუდის ფესტივალზე დასწრება, რომელსაც საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების წევრები გახსნიან, მსურველებისთვის უფასოა.
ვარდების რევოლუციის მოედანზე დამონტაჟებულ სპეციალურ სცენაზე ქართული ჯგუფების - „მგზავრების“, „ბანდეროლის, Loudspeaker, დავით ილურიძის ბენდის, „ზარების“, „ნალის“, „ზურგისა“ და სალომე კორკოტაშვილის კონცერტი გაიმართება.
30 მეტრიან ბართან ვიზიტორებს ცივი ლუდის დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ. ღონისძიების ფარგლებში ლუდის ფესტივალის აქსესუარები გაიყიდება.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია „ნატახტარი“.

















